Accessibility links

site logo site logo

"TV პირველის" დირექტორი: ღარიბაშვილის დავალებით გვამი გაიტაცეს, სიბინძურეების ასაგორებლად


"TV პირველის" დირექტორი, ვატო წერეთელი ფიქრობს, რომ მათი არხის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ოჯახის თანხმობის გარეშე, გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც სხვა ტელევიზიების ხელმძღვანელებთან ერთად იყო.

"გუშინ რაც გააკეთა, დარწმუნებული ვარ, მან პირადად გასცა ბრძანება, გაეტაცათ ახალგაზრდა ბიჭი, მან გასცა ეს ბრძანება და მან მოიფიქრა ეს სიგიჟე, რომ ახალგაზრდა ბიჭი გაეტაცათ და მოეპარათ ოჯახიდან, რომ მერე აეგორებინათ მის ტროლებს ის სიბინძურე, რისი აგორებაც უნდათ ახლა", - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ცხედარი შსს-მ ოჯახის თანხმობის გარეშე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენა, გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კი ორი საგანგებო ბრიფინგი გამართა და მინიშნებები გაავრცელა მის შესაძლო ნარკომომხმარებლობაზე. პარალელურად, ფეისბუკმომხმარებლები და ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებდა ლაშქარავას შესახებ იმ ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც, წესით, მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს უნდა ჰქონდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG