Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი უფლებადამცველი გაასამართლეს "უცხოეთის აგენტების" შესახებ სადავო კანონის დარღვევის გამო


სემიონ სიმონოვი, 2014 წელი
სემიონ სიმონოვი, 2014 წელი

ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, სემიონ სიმონოვი გაასამართლეს სისხლის სამართლის დანაშაულების ბრალდებებით, რომლებიც რუსეთის სადავო "უცხოეთის აგენტების" კანონთან არის დაკავშირებული.

12 ივლისის განცხადებაში, Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადა, რომ სასამართლომ სამხრეთის ქალაქ სოჭში სიმონოვს, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, "კანონის და მიგრაციის" სამხრეთის ცენტრის ხელმძღვანელია, საზოგადოებრივი სამუშაოს 250 საათი მიუსაჯა ცენტრისთვის დაწესებული, გადაუხდელი ჯარიმის გამო.

სხვა ქმედებათა შორის, სიმონოვმა აღნუსხა უფლებათა დარღვევები მიგრანტ მუშებთან მიმართებაში, რომლებიც მონაწილეობდნენ სამშენებლო სამუშაოებში სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის და 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასისთვის.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოუხსნას ბრალდებები სიმონოვს, გააუქმოს განაჩენი და მოახდინოს ანულირება "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონისა, რომელიც ჯარიმის წყაროს წარმოადგენს", - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია ისიც, რომ სიმონოვი განაჩენის გასაჩვრებას აპირებს. Human Rights Watch-ის მკვლევარმა რუსეთში, დამელია აიტხოჟინამ, საქმეს "თავიდან ბოლომდე სიცრუე" უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG