Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში არეულობის შედეგად 72 ადამიანია დაღუპული


სამხრეთ აფრიკაში 72-მდე გაიზარდა ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ გამოწვეული არეულობისა და ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.

BBC-ის თანახმად, ამ 72 ადამიანს შორისაა ის 10 პირიც, რომელიც სოვეტოს სავაჭრო ცენტრში ორშაბათს ღამით შეჭრის დროს გამოწვეული ჭყლეტის შედეგად დაიღუპა.

არსებული დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პოლიციის დახმარების მიზნით ხელისუფლებამ ქუჩებში სამხედროებიც განალაგა.

პოლიციის თანახმად, დადგენილია არეულობის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი 12 პირის ვინაობა, მთლიანობაში კი 1234 ადამიანია დაკავებული.

სამხრეთ აფრიკაში გასულ კვირაში დაწყებული არეულობა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა, ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. სასამართლომ მას 15 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოსთვის უპატივცემულობის გამოჩენის გამო. ზუმა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში კორუფციის საქმესთან დაკავშირებულ დაკითხვაზე არ გამოცხადდა, პოლიციას რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა.

ზუმამ პრეზიდენტის პოსტი ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ 2018 წელს დატოვა, რამდენიმე სკანდალის, მათ შორის კორუფციაში ბრალდებების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG