Accessibility links

site logo site logo

აშშ ივლისიდან იწყებს საევაკუაციო ფრენებს ავღანეთიდან


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 14 ივლისს გამოაცხადა, რომ მიმდინარე თვის ბოლო კვირიდან დაიწყებს საევაკუაციო ფრენებს ავღანეთიდან იმ პირთათვის, რომლებიც 20-წლიანი ომის განმავლობაში დახმარებას უწევდნენ აშშ-ის სამხედრო ძალებს.

ოპერაცია "მოკავშირეთა თავშესაფრის" ფარგლებში განხორციელებული რეისები პირველ რიგში შეეხება სპეციალური საემიგრაციო ვიზის მთხოვნელებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ის ბინადრობის მიღების პროცესში - აცხადებს თეთრი სახლი.

პრეზიდენტ ბაიდენზე ზეწოლას ახორციელებენ აშშ-ის კანონმდებლები, რომლებიც ითხოვდნენ გეგმის შემუშავებას ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალის გამოსვლამდე მათი დამხმარე ავღანელების ევაკუაციის მიზნით. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დააკონკრეტა რამდენ ავღანელს შეეხება პირველი რეისები, ან სად გადაიყვანენ მათ. "ამ ნაბიჯებს იმ მიზეზით ვდგამთ, რომ ეს გაბედული ადამიანებია" - აცხადებს საკი და დასძენს, რომ აშშ აღიარებს და აფასებს ბოლო წლებში ამ პირების მიერ შესრულებულ როლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG