Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა


ძლიერი წყალდიდობის შედეგად დასავლეთ გერმანიას და ბელგიაში დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, რამდენიმე ათეული უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

გადაუღებელი წვიმების შედეგად ამ ქვეყნებში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდნენ. წყალდიდობამ დატბორა სახლები და ავტომაგისტრალები, 15 ივლისის დილიდან აუცილებელი გახდა საფრთხი ქვეშ მყოფი მოსახლეობი მასობრივი ევაკუაციის განხორციელება.


როგორც გერმანიის მედია იტყობინება, ყველაზე დიდი ზარალი ნახა დაბა შულდმა, აიფელის რაიონში, სადაც 15 ივნისის ღამით ექვსი სახლი დაინგრა. მხოლოდ იქ, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.


არაერთი თემი დაზარალდა ასევე ნორდრაინ-ვესტფალიაში. ლევერკუზენში მთელი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა, რადგან შეწყდა საავარიო ელექტრომომარაგებაც. სულ რაინლანდ-ფალცსა და ნორდრაინ- ვესტფალიაში ელექტროენერგია გაუთიშეს 200 ათასი ადამიანს უსაფრთხოების მოსაზრებით, რადგან ელექტროსისტემაში შევიდა წყალი.

მერკიშერ-კრაისში ორი მეხანძრე დაიღუპა სამაშველო სამუშაოებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG