Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში რადიო თავისუფლების, „ბელსატისა“ და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტთა ჩხრეკა მიმდინარეობს


ბელარუსში პარასკევ დილიდან სამართალდამცველები პოლონეთის სატელიტურ ტელეარხ „ბელსატის“ და რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტების სახლებში ატარებენ ჩხრეკას.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად, კერძოდ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ვალენტინა ჟდანკოს, სახლში მივიდნენ.

დაკავებულია ინესა სტუდინსკაია, რომელსაც 2020 წელს ხელისუფლებამ გაუუქმა ბელარუსში მუშაობის აკრედიტიცია. მანამდე ჩხრეკა მის სახლშიც ჩატარდა.

ბელარუსი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებას გომელში, გროდნოსა და ვიტებსკში მოღვაწე ჟურნალისტების სახლებშიც ატარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG