Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის მთავრობის და თალიბანის დელეგაციებმა დოჰაში მოლაპარაკება გამართეს


ავღანეთის მთავრობის და ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს ყატარის ქალაქ დოჰაში.

17 ივლისის მოლაპარაკებაზე სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობდა აბდულა აბდულა, ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი. თალიბანის გუნდის ხელმძღვანელი იყო მათი ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

"დღეს მოლაპარაკება დაიწყო ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და თალიბანის მაღალი რანგის დელეგატებს შორის" - უთხრა აბდულას პრესმდივანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს და დასძინა: "გამხსნელი ცერემონიის შემდეგ, შვიდწევრიანი დელეგაციები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ".

გამხსნელ ცერემონიაზე გამოსვლისას ბარადარმა მოლოდინებს გასაქანი არ მისცა და განაცხადა, რომ "პროგრესი მოსალოდნელი არ არის". ბარადარი აცხადებს, რომ ავღანეთს ესაჭიროება "ძლიერი, ცენტრალიზებული და დამოუკიდებელი ისლამური სისტემა".

აბდულას თქმით, ავღანეთის მთავრობის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ მაღალჩინოსნები, ისევე, როგორც "ქალები და რელიგიური სწავლულები".

მოლაპარაკების ფონია ავღანეთში მიმდინარე ბრძოლა და იქიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პროცესი, რომელიც მაისში დაიწყო. თალიბანის ექსტრემისტებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ქვეყნის ერთ მეოთხედზე მეტი დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG