Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში იზრდება წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი


ზრდას განაგრძობს დასავლეთ ევროპის ტერიტორიის ნაწილში ახლახან მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი, და ამჟამად 183 ადამიანს უტოლდება, - აცხადებენ ოფიციალური პირები 18 ივლისს. "ვშიშობთ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება", - აცხადებს გერმანიის რაინლანდ-პფალცის რეგიონის პოლიცია. მათი განცხადების თანახმად, წყალდიდობის შედეგად მხოლოდ მათ რეგიონში დაშავდა კიდევ 670 ადამიანი.

გერმანია, ბელგია, ჰოლანდია და ლუქსემბურგი ის ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც წყალდიდობა ყველაზე მძიმედ შეეხო - თუმცა წყალდიდობამ უკვე მიაღწია შვეიცარიის, ავსტრიისა და ჩეხეთის ტერიტორიებს. გერმანიაში წყალდიდობას ემსხვერპლა სულ მცირე 156 ადამიანი, ბელგიაში - სულ მცირე 27. სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა გერმანიის ბავარიის რეგიონში, ავსტრიის საზღვართან ახლოს, 17-დან 18 ივლისის ღამეს მოსული ძლიერი წვიმის დროს. ზედა ბავარიის რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG