Accessibility links

site logo site logo

რუსეთი დატოვა პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრმა, ნიკა ნიკულშინამ


დაკავების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ რუსეთი დატოვა პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრმა, ნიკა ნიკულშინამ, რომელიც მიმდინარე თვეში მეორედ იყო დაკავებული - იუწყება ტელეარხი "დოჟდი".

ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზად ნიკულშინამ დაასახელა Pussi Riot-ის წევრების დევნა და და მათი დაპატიმრებების შემთხვევები, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლით. მისი თქმით, პირველი დაკავების შემდეგ ჯგუფის წევრებს გარკვეულ დროს აძლევენ, მათ ხელმეორედ არა დაუყოვნებლივ, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აპატიმრებენ. ნიკულშინას აზრით, ეს პაუზა გამოყოფილია საიმისოდ, რომ აქტივისტებმა რუსეთი დატოვონ.

დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, 17 ივლისს, აქტივისტი აეროპორტში გაემზგავრა თავის მეგობარ მამაკაცთან, რომან დუროვთან და ადვოკატთან ერთად. ნიკულშინა ამბობს, რომ აეროპორტის გზაზე მათ აედევნა ორი მანქანა "არარსებული რეგიონების ნომერბით", საკუთრივ აეროპორტში კი ამ მანქანების მძღოლებმა ნიკულშინაც რეისზე რეგისტრაციის გავლის მომენტამდე მიადევნეს თვალი.

აქტივისტის თქმით, მისი გამგზავრება არ არის ემიგრაცია და ის რუსეთში დაბრუნდება, სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმას, თუ რომელ ქვეყანაში გაემგზავრა ნიკულშინა ადგილზე ჩასვლის შემდეგ გაამხელს.

3 ივლისს მოსკოვის დოროგომილოვსკის სასამართლომ ნიკა ნიკულშინა მიმდინარე თვეში მეორედ დააპატიმრა, 15 დღით, და მას პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში დასდო ბრალი. ადვოკატის, სერგეი ტელნოვის თქმით, დაკავების ოფიციალური მიზეზი იყო ინფორმაცია, რომ აქტივისტი გეგმავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და სანკტ-პეტერბურგში ევროპის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩის ჩაშლას. ადვოკატი ამბობს, რომ ნიკულშინას ეს მიზანი არ ჰქონდა და მან არ იცის, რას ეფუძნებოდა პოლიციის ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG