Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში კიდევ თერთმეტ აქტივისტს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა


ბელარუსში სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა კიდევ 11 აქტივისტს, იმ ფონზე, როცა ძლიერდება ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეპრესიები პროდემოკრატიული აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფების წინააღმდეგ.

ბელარუსში პოლიტიკური მღელვარებაა მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნეს გამარჯვება. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ბელარუსის უშიშროების ძალებმა ბოლო კვირებში გააძლიერეს რეპრესიები მედიის და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რასაც კრიტიკის გამძაფრება მოჰყვა დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებმაც უკვე დაუწესეს სანქციათა რამდენიმე რაუნდი ლუკაშენკას რეჟიმს.

19 ივლისს მინსკის ერთ-ერთმა სასამართლომ პავალ ნიადაილას, რასტისლავ სტეფანოვიჩს, იაუჰენ პრაპოლსკის, ალექსანრდ რეზნიკს, სიარჰეი პლონისს და არტსიომ მიტსუკს - ერთადერთ პირს, რომელიც ამ ჯგუფიდან არ არის აღიარებული პოლიტპატიმრად - რვა წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო მასობრივ მღელვარებაში მონაწილეობასა და კერძო საკუთრების დაზიანებაში.

სტეფანოვიჩი და პლონისი არიან წევრები საკოორდინაციო საბჭოსი - ორგანოსი, რომელიც ბელარუსში პოლიტიკურმა ოპოზიციამ შექმნა ძალაუფლების გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG