Accessibility links

site logo site logo

შარლ მიშელის თქმით, რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია არა ბრიუსელის საამებლად


შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პეტრას ციხე-სიმაგრეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები, რეფორმების გატარების მნიშვნელობის შესახებ ილაპარაკა.

„საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის საამებლად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, - თქვა შარლ მიშელმა.

დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს შორის არის ფინანსური დახმარების მობილიზება და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ბათუმში 19 ივლისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG