Accessibility links

site logo site logo

ბაიდენის ადმინისტრაცია იწყებს იმ ავღანელების გადაყვანას, რომლებიც აშშ-ის ძალებთან თანამშრომლობდნენ


აშშ იმ ავღანელების პირველ ჯგუფს, რომლებიც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, ვირჯინიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანს, მათთვის ვიზების გაცემის შემთხვევაში - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციამ 19 ივლისს.

ჯგუფში შედიან აშშ-ის ძალებთან მომუშავე 700 ავღანელი და მათი ოჯახების 1.800-მდე წევრი, ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ნედ პრაისი. "ესენი არიან გაბედული ავღანელები და მათი ოჯახები, როგორც ნათქვამი გვაქვს, აშშ-სთვის მათ მიერ გაწეული სამსახური ქაბულში მდებარე საელჩოს მიერაა დამოწმებული და მათ გავლილი აქვთ უსაფრთხოების შემოწმების მკაცრი პროცესი" - ამბობს პრაისი.

ავღანელთა პირველი გადასახლება ვირჯინიაში, ფორტ ლიში ივლისის ბოლოს უნდა დაიწყოს. ავღანეთში ბევრი პირი ცდილობს აშშ-ში თავშესაფრის მოპოვებას, მათი უსაფრთხოების შესახებ მზარდი შეშფოთების გამო იმ ფონზე, როცა თალიბანი ქვეყნის მასშტაბით ტერიტორიებს იპყრობს. საგანგებო საემიგრაციო ვიზის მიღების და აშშ-ში გადასახლების სურვილი გამოთქვა 20.000-მდე ავღანელმა, მაგრამ მათგან ბევრს ჯერ არ მიუღწევია ხანგრძლივი სავიზო პროცესის ბოლო სტადიებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG