Accessibility links

site logo site logo

რუსეთში განაცხადეს, რომ თალიბანის წარმატება „პოზიტიურ როლს“ თამაშობს


თალიბანის დელეგაცია მოსკოვში. 2021 წლის 9 ივლისი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ტერორისტულად ცნობილი დაჯგუფება „თალიბანის“ სამხედრო წარმატება და სხვადასხვა ოლქებზე კონტროლის დამყარება „პოზიტიურ როლს“ თამაშობს.

აღნიშნული განცხადება თალიბებთან რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზამირ კაბულოვმა განაცხადა და განმარტა, რომ თალიბები ავღანეთის ჩრდილოეთში ტერიტორიების დაკვების დროს „უტევენ და ანადგურებენ“ სხვა იმ დაჯგუფებებს, რომლებიც შიდაავღანურ საქმეებზე კი არ არიან ორიენტირებული, არამედ ცენტრალურ აზიას, პაკისტანსა და ირანს უმიზნებენ.

ამგვარად რუსეთის ცენტრალურაზიელი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რუსი დიპლომატის აზრით, თალიბები წარმოადგენენ „პოზიტიურ ფაქტორს“, განსახვავებით „ანგლოსაქსებისგან“, რომლებიც კი არ ებრძოდნენ, არამედ ექსტრემისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან „თანამშრომლობდნენ“.

თალიბანის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოსკოვში 8 ივლისს გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი სამხედრო წინსვლა არ არის მიმართული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG