Accessibility links

site logo site logo

ბელარუსი გეგმავს ჟურნალისტთა მთავარი ასოციაციის დახურვას


ბელარუსის იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ქვეყნის ჟურნალისტთა მთავარი ასოციაციის დახურვას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გაზრდილი რეპრესიების ფონზე.

იუსტიციის სამინისტრომ 21 ივლისს უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით დაიხუროს ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (BAJ), "კანონის რამდენჯერმე დარღვევის" გამო. მანამდე, 20 ივლისს მთავრობამ გაყინა ასოციაციის ყველა საბანკო ანგარიში, ასოციაციის ოფისებში საპოლიციო რეიდების შემდეგ.

"აშკარაა, რომ ეს არის სამაგიეროს გადახდის სასტიკი კამპანია ორგანიზაციის წინააღმდეგ" - ამბობს ასოციაციის დირექტორის მოადგილე, ბარის ჰარეცკი.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ასოციაციამ არ დააკმაყოფილა არსებული მოთხოვნები გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ, რაც ძირითადად უკავშირდება მისი ოფისების ქირის საკითხებს. BAJ-ი აცხადებს, რომ მას მხოლოდ რამდენიმე დღე მისცეს დოკუმენტაციის წარმოსადგენად, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან პოლიციის რეიდების შემდეგ მათი ოფისები დალუქეს.

BAJ-ის დახურვის მცდელობის ფონია ბელარუსის მთავრობის მიერ რეპრესიების გაძლიერება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. BAJ-ი აცხადებს, რომ ბოლო კვირებში მთავრობამ ჩხრეკა ჩაატარა 66 ოფისში და ჟურნალისტების სახლებში, დაკავებულია 32 ჟურნალისტი, რომლებიც ან სასამართლოს ელიან, ან უკვე პატიმრობას იხდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG