Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ


5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე "TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის ირაკლი წიგნაძეს და 66 წლის უშანგი დათუნაშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გაიზიარა ბრალდების პოზიცია და მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობის მუქარით, ძალადობით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადვოკატი უარყოფს პროკურატურის ვერსიას, რომ 66 წლის ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა ოპერატორს. ის ამტკიცებს, რომ ბრალდებულს “წკეპლა ეჭირა” და მოითხოვა მისი გათავისუფლება 2000-ლარიანი გირაოთი. პროკურატურის თანახმად, 5 ივლისის მოვლენებზე ჯამში 23 ადამიანია ბრალდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG