Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოდიში მოიხადა ოლიმპიადის საიტზე ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გამოსახვისთვის


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა ბოდიში მოიხადა ტოკიოს ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გამოსახვისთვის, რასაც კომიტეტმა უწოდა კონტრაქტორის შეცდომა, რაც სწრაფად გამოსწორდა.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ამ გაუგებრობის გამოსწორების შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ გაავრცელა.

„კრიმ.რეალიის“ ცნობით, მანამდე ოლიმპიური კომიტეტის „განრიგისა და შედეგების“ გრაფაში ასპარეზობაში მონაწილე ქვეყნების რუკაზე, ყირიმი დანარჩენი უკრაინისაგან გამოყოფილი იყო საზღვრის აღმნიშვნელი ხაზით.

2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორია უკანონო რეფერენდუმის გზით მიიერთა. ევროკავშირმა და აშშ-მა ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG