Accessibility links

site logo site logo

ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა


იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების გარდა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები შეძლებენ:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე.
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე.
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ამ პირებმა ვაქცინაციის მიზნით უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ამცრელ დაწესებულებას და წარუდგინონ პირველი მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

Pfizer-ის პირველ დოზებზე რეგისტრაცია ხვალ, 24 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

რეგისტრაციის დაწყების დრო ჯერ ცნობილი არ არის.

ხვალიდან დარეგისტრირებული მოქალაქეები აშშ-ის ნაჩუქარი ვაქცინით აიცრებიან. ქვეყანა 500 ათას ვაქცინას იღებს საჩუქრად. გამყრელიძე ამბობს, რომ 150 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეძლება ამ ეტაპზე Pfizer-ით აცრა.

ხვალიდან კორონავირუსის ვაქცინაზე დარეგისტრირებას შეძლებენ 16 წელს მიღწეული პირებიც. საქართველოში ეს სიახლეა - არასრულწლოვნებისთვის ვაქცინაციის პროცესი იწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG