Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილის სახელით ვიცე-მერობის კანდიდატს „გირჩი - მეტი თავისუფლება" წარადგენს


ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუკზე" წერს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე.

ჯაფარიძე ოპოზიციის ნაწილის შეთანხმების შესახებ აღნიშნავს: „თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან".

ჯაფარიძემ პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა: „ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის' ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა. თუმცა, მე მჯერა რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ - დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე როგორც ეს შარშან გავაკეთეთ. ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი".

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ 2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, „გირჩი - მეტი თავისუფლება" ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები.

„გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატად დაასახელეს ელენე ხოშტარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG