Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ოლიმპიადას გამოეთიშა


ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ტრავმით დაასრულა.

31 წლის სპორტსმენმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეორე წრეში, შეჯიბრების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან - ფრანგ ამადინ ბუშართან შეხვედრისას მუხლი იტკინა და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ბუშართან დაჭიდებამდე, ლევიცკა-შუკვანმა ჰაიტელი საბიანა ანესტორი დაამარცხა იპონით. საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადაზე ორი სპორტსმენით ჩავიდა. ხვალ ჩაებმება კონკურენციაში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG