Accessibility links

site logo site logo

6 ადამიანია დაკავებული ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობისა და წამების ბრალდებით


შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1998 წელს დაბადებული დ.ს.,
1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, ბრალდებულები თანხის გამოძალვის
მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს და „მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა
პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება“.

მოპოვებული მტკიცებულებებით, „ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით ახორციელებდნენ დ.კ.-ის წამებას“. ამის შემდეგ კი, „ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს“.

ასევე გამოძიების მასალებით, 18 ივლისს, ღამით,ბრალდებულები - ვ.ჯ. და კ.ლ. სახლიდან გასვლის
დროს თავს დაესხნენ იგივე მოქალაქეს. თავდამსხმელებმა დ.კ.-ს ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება და სცემეს. ამავე დღეს მისი საცხოვრებელი ბინიდან ბრალდებულებმა წაიღეს მობილური ტელეფონები, მაჯის საათი და საფულე.

ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო
აღკვეთის და წამების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და
178-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG