Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამიზნული თავდასხმების“ დროს ყანდაარში 33 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს


ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის მეომარი არეგულირებს ტრანსპორტის მოძრაობას ინციდენტის ადგილას. ავღანეთი, ყანდაარი, 2021 წლის ივნისი
ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის მეომარი არეგულირებს ტრანსპორტის მოძრაობას ინციდენტის ადგილას. ავღანეთი, ყანდაარი, 2021 წლის ივნისი

ავღანეთის უფლებადამცავი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბოლო კვირების მანძილზე „გამიზნული თავდასხმების“ დროს ავღანეთის სამხრეთის ყანდაარის პროვინციაში, მოკლული იქნა 33 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან აქტივისტები, უხუცესები და ჟურნალისტები.

ავღანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი კომისია (AIHRC) აცხადებს, რომ თავდასხმები მოხდა როგორც თალიბების, ისე მთავრობის ხელში მყოფ რაიონებში. რადიო თავისუფლებას AIHRC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა ფარჰანგმა, უთხრა, რომ 33 მოკლულს შორის არის ორი ქალი. მისივე თქმით, „გამიზნული თავდასხმების“ დროს ჟურნალისტები, აქტივისტები და უხუცესები იღუპებიან. ორგანიზაცია აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ეს თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ომთან დაკავშირებული და მოუწოდებს მთავრობის ძალებს, ასევე თალიბანს, დაიცვან „მშვიდობიანი მოსახლეობა“.

პრესმდივნის თქმით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა მკვლელობებისთვის.

ათეულობით აქტივისტი, იურისტი, ჟურნალისტი და სხვა პირი იქნა მოკლული ამ „გამიზნული თავდასხმების“ დროს მთელ ავღანეთში ბოლო წელიწადში.

მთავრობა ამ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას თალიბანს აკისრებს, თუმცა არავინ დაუპატიმრებიათ და არცერთი საქმის გამოძიების შედეგები არ გამოუქვეყნებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG