Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა წამყვან პოლიტიკოსს - კომუნისტს - აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა


რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, პაველ გრუდინინი, 2020 წელი

რუსეთის საარჩევნო უწყებამ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ წამყვან კანდიდატს - ოპოზიციის ბოლო წარმომადგენელს, რომელიც კენჭისყრას ჩამოაშორეს.

24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პაველ გრუდინინი ამოღებულია პარტიული სიიდან, რადგან პროკურატურამ დაადგინა, რომ მას უცხოური აქტივები აქვს.

გრუდინინმა 12 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა 2018 წლის არჩევნებზე, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა.

არჩევნების შემდეგ ის კრემლის მომხრე მედიის სამიზნე გახდა და მის აგრობიზნესს პრობლემები გაუჩნდა კანონთან, მას დააკარგვინეს მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქის, ვიდნის საქალაქო საბჭოს დეპუტატის მანდატი.

შეძლებული ბიზნესმენი გრუდინინი უარყოფს, რომ უცხოური აქტივები აქვს, რაც აკრძალულია კანონით კანდიდატებისთვის.

კომუნისტური პარტია მის დისკვალიფიკაციას უკავშირებს იმის პერსპექტივას, რომ სექტემბერში ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება მაღალ შედეგებს მიაღწიონ მმართველ პარტია „ედინაია როსიასთან“ ბრძოლაში. მმართველ პარტიას, გამოკითხვების თანახმად, მომხრეები მოაკლდა.

კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა, განაცხადა, რომ იჩივლებს კომისიის გადაწყვეტილების გამო და რომ გრუდინინი პარტიის კანდიდატების სიაში მესამე ადგილზე დარჩება.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს სხვა არაერთ ოპოზიციონერს, რომლებიც დაკავშირებული არიან კრემლის საპატიმროში მყოფ ოპონენტთან, ალექსეი ნავალნისთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG