Accessibility links

site logo site logo

ორი თურქი ჯარისკაცი მოკლეს ჩრდილოეთ სირიაში


თურქეთის სამხედრო ავტომობილები იდლიბის პროვინციაში, სირიაში. 2020 წლის მარტი

ორი თურქი ჯარისკაცი მოკლეს და კიდევ ორი დაჭრეს, როცა მათ ჯავშანმანქანაზე თურქეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ სირიაში, შეტევა განხორციელდა, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა 25 ივლისს.
შეტევა 24 ივლისს მოხდა ე.წ. ევფრატის ფარის რაიონში, რომელიც თურქეთის საზღვარსა და ჩრდილოეთ ალეპოს შორის მდებარე რეგიონისგან შედგება, ქალაქების - ჯარაბლუსისა და ელ-ბაბის ჩათვლით.

სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა "ტერორისტების" მიერ განხორციელდა, თუმცა არ უთქვამს, რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ისინი. მათი განცხადებით, თურქეთის ჯარმა საპასუხო იერიში მიიტანა "ტერორისტულ" სამიზნეებზე.

ბრიტანეთში მოქმედმა, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ათობით რაკეტა გაისროლეს ჩრდილოეთ ალეპოს მიმართულებით. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ არის ცნობილი.

თურქეთმა თავისი პირველი ოპერაცია სირიაში 2016 წელს დაიწყო თავისი სასაზღვრო რეგიონიდან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განდევნის მიზნით. ამ ოპერაციას "ევფრატის ფარი" ეწოდა.

თურქეთმა კიდევ სამი სხვა ოპერაცია განახორციელა ჩრდილოეთ სირიაში, რომელთა უმრავლესობაც მიმართული იყო სირიელ ქურთ მებრძოლთა "სახალხო თავდაცვის რაზმების", ან YPG-ს წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლის.

ანკარა YPG-ს განიხილავს, როგორც ქურთული დაჯგუფების გაგრძელებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აწყობდა ამბოხს თურქეთის შიგნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG