Accessibility links

site logo site logo

შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე ოლიმპიურ თამაშებზე მეშვიდე და მერვე ადგილებს დასჯერდნენ


შოთა მიშველიძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრ შოთა მიშველიძეს ერთადერთი წარმატებული აკვრა დააკლდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედლამდე. ევროპის ჩემპიონმა (2018) და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა (2017) ქართველმა ძალოსანმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორ მოძრაობაში, სამ-სამი ცდიდან მხოლოდ თითო გამოიყენა და ორჭიდის ჯამში, 285 კილოგრამით, მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მეორე მოძრაობაში - აკვრაში მიშველიძემ მესამე ცდაზე 165-კილოგრამიანი შტანგა შეუკვეთა, რაც მისთვის დაუძლეველი სიმძიმე ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამჯერად ვერ ასწია. რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ 165 კილოგრამის აკვრის და ორჭიდში 295 კილოგრამამდე ასვლის შემთხვევაში შოთა მიშველიძე მესამე საპრიზო ადგილს იკავებდა.

გოგა ჩხეიძე
გოგა ჩხეიძე

დღესვე, ოლიმპიურ ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი ავიდა - გოგა ჩხეიძემ 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასწია შტანგა. მიშველიძისგან განსხვავებით, ჩხეიძე B ჯგუფში გამოვიდა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 302 კილოგრამით, ოთხ მონაწილეს შორის საუკეთესო იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც A ჯგუფმაც მოილია საქმე, მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენითაა ჩასული. 31 ივლისს ანტონ პლესნოი (96 კგ) ავა ფიცარნაგზე, 4 აგვისტოს - ლაშა ტალახაძე (+109 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG