Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ფართოვდება პროტესტი, დემონსტრანტები სკანდირებენ ლოზუნგს "სიკვდილი დიქტატორს!"


წყლის მიწოდების შეფერხების და გაუარესებული ეკონომიკური ვითარების წინააღმდეგ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა თეირანის ქუჩები მოიცვა, დემონსტრანტები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას ქვეყნის ისლამური მმართველობის მიმართ და სკანდირებენ ლოზუნგს "სიკვდილი დიქტატორს".

რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ციტირებს რამდენიმე ვიდეოჩანაწერს და სოციალური მედიით გავრცელებულ ტექსტს, რომლებიც მოწმობს, რომ საპროტესტო აქცია გაიმართა 26 ივლისის დილას, თეირანის ცენტრში, ჯომჰური ისლამის პროსპექტზე. დემონსტრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის სხვა ქალაქებში 15 ივლისიდან მიმდინარე აქციების მონაწილეებს.

თეირანში გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ისლამის კონსერვატორი სასულიერო პირების მისამართით, რომლებიც ირანში პოლიტიკურ ცხოვრებას აკონტროლებენ. დემონსტრანტები სკანდირებენ: "ქვემეხები, ტანკები, ავტომატები, მოლები უნდა წავიდნენ". სხვა ვიდეოში ახალგაზრდა დემონსტრანტები ამბობენ სიტყვებს "სირცხვილი ხამენეის, შენს ქვეყანას" და "გაგვიშვით!" - რითიც მხედველობაში ჰყავთ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ირანში ბოლო 50 წლის განმავლობაში გაჩენილმა ყველაზე ძლიერმა გვალვამ გააუარესა წყლის მართვის ისედაც პრობლემური სისტემა. ჰიდროელექტროსადგურებზე შემცირდა წარმოება, რამაც ირანის ნაწილებში ელექტროენერგიის დეფიციტი შექმნა.

მას შემდეგ, რაც 15 ივლისს აქციები დაიწყო, მთავრობის ძალებმა სულ მცირე ხუთი დემონსტრანტი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG