Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და კიდევ 20 ქვეყანა გმობენ მასობრივ დაპატიმრებებს კუბაში


აშშ და კიდევ 20 ქვეყანა გმობენ კუბაში მასობრივ დაპატიმრებებს და გამოდიან კომუნისტურ კუნძულზე ინტერნეტთან წვდომის სრულად აღდგენის მოწოდებით, ქვეყანაში გამართული ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.

"მსოფლიოს გარშემო დემოკრატიები ერთიანდებიან კუბელი ხალხის მხარდასაჭერად და კუბის მთავრობას მოუწოდებენ პატივი სცეს კუბელთა მოთხოვნას ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვის თაობაზე" - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 26 ივლისს, ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ასევე უერთდებიან ავსტრიის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ეკვადორის, ესტონეთის, გვატემალის, საბერძნეთის, ჰონდურასის, ისრაელის, ლატვიის, ლიეტუვის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, კორეის რესპუბლიკის და უკრაინის ხელისუფლებები.

ვაშინგტონმა გასულ კვირაში სანქციები დაუწესა კუბის უშიშროების მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებს, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობების გამო, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებზე ზეწოლის დროს დააკავეს ასობით აქტივისტი.

11 ივლისს ათასობით კუბელი გავიდა ქუჩებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კუბაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის და ელექტროენერგიის, საკვების და წამლების მუდმივი ნაკლებობის ფონზე - რაც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა. პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა სწრაფად ჩაახშო უპრეცედენტო ქუჩის დემონსტრაციები, რასაც მოჰყვა ერთი ადამიანის სიკვდილი, ათობით დაშავებული და ასობით დაპატიმრებული მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG