Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია - 3666


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 42 235 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3666 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში "სამშაბათის ეფექტს" უწოდებენ ხოლმე, გაზრდილ სტატისტიკას, როცა უქმე დღეებში შემცირებული ტესტირების მაჩვენებელი ისევ იმატებს და შესაბამისად, იზრდება კორონავირუსის აღრიცხული შემთხვევების რიცხვიც.

ბოლო 24 საათში 3666 შემთხვევიდან 1938 თბილისში დადასტურდა

27 ივლისისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.68%;
  • ბოლო 7 დღის - 6.71%;
  • ბოლო 14 დღის - 6.03%.

ბოლო დღე-ღამეში 1335-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 13 884 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 418 398 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 142 254.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG