Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში, ავიცრათ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე რეგულაციების აღსრულება უნდა გამკაცრდეს. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი წვეულებებზე წასვლისგან.

"თქვენ მხარს დაუჭერთ, რომ ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოკდაუნი? თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ წვეულებას, არ აღვნიშნავთ სკოლისა და უნივერსიტეტის დამთავრებას დიდი თავყრილობით; თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი კაცი იკრიბება კუს ტბაზე და ლისის ტბაზე; თუ ამას გავითავისებთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება. იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, ავიცრათ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3666 შემთხვევა გამოვლინდა. 27 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 418 398 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG