Accessibility links

site logo site logo

ტატო გრიგალაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა ტოკიო-2020-ზე


ტატო გრიგალაშვილს ტოკიო-2020-ზე, საპრიზო სამეულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟის ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ძირითად ბადეში ტატო გრიგალაშვილმა ტაჯიკი აკმალ მუროდოვი და სამხრეთკორეელი სუნგჰო ლი დაამარცხა და უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, მონღოლეთის ნაკრების წევრ საიდ მოლაისთან წაგებით. ბრინჯაოს გზაზე კი, კასესთან დაჭიდებამდე, უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს აჯობა.

81 კილოგრამში ჩემპიონი იაპონელი ტაკანორი ნაგასე გახდა, საიდ მოლაის ძლევით, ბრინჯაოს მედლებს კი მატიას კასე და ავსტრიის სახელით მოჭიდავე შამილ ბორჩაშვილი დაეუფლნენ.

ძიუდოისტთა ინდივიდუალური შეჯიბრება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 28 ივლისს კონკურენციაში ლაშა ბექაური (90 კგ) ჩაებმება, 29 ივლისს - ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), 30-ში - გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG