Accessibility links

site logo site logo

ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მთავარი არხის" სარეკლამო კომპანიაში საგადასახდო სამსახური შევიდა


"მთავარი არხის" მეწილე და დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მათი ტელეკომპანიის გაყიდვების კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. რადიო თავისუფლება ცდილობს უწყებასთან დაკავშირებას.

"ეს იდენტურია ჩვენთან შემოსვლის. იქ რომ რამე დააყადაღონ, ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა... რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილები, აღარ იმუშავებს, მერე მაინტერესებს როგორ უნდა მიმართონ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავის ამომრჩეველს..." - თქვა ნიკა გვარამიამ.

მან საგამოძიებო მოქმედებების დაწყება არჩევნების გაყალბებას დაუკავშირა:

"ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ემუქრებათ... ამ ქვეყანაში ყველა მეთოდით ამთავრებენ თავისუფალ მედიას... ამ ქვეყანაში ოპოზიციური მედიების გაჩუმება დამთავრდება არჩევნების გაყალბებით... არჩევნების გაყალბება იწყება არა საარჩევნო დღეს, არამედ ბევრად უფრო ადრე..."

ნიკა გვარამია სხვა მედიამენეჯერებთან ერთად თბილისში, "რედისონ ბლუ ივერიაში" მედიის პრობლემებთან დაკავშირებით დანიშნულ შეხვედრას ესწრებოდა. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ დროს გააგებინეს, რომ მათ სარეკლამო სახლში ფინანსური პოლიცია შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG