Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა


საქართველოს დელეგაციამ ტოკიო-2020-ზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა ბექაური. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.

ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია - ორიოდ დღის წინ გახდა 21 წლის. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ოლიმპიადამდე შეძლო უფროსებში უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგება - სამი თვის წინ გახდა ევროპის ჩემპიონი და ტოკიოშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე კი უკვე სამი მედალია. სამივე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული. ლაშა ბექაურამდე, კვარცხლბეკზე ავიდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ). ორივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG