Accessibility links

site logo site logo

დაკითხვის დროს ეჭვმიტანილის სიკვდილისთვის ჩრდილოეთ ოსეთში 10 პოლიციელს შეეფარდა პატიმრობა


28 ივლისს ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ მილიციის თანამშრომელთა ათკაციან ჯგუფს პატიმრობა შეუფარდა ვლადიმერ ცკაევის გარდაცვალების გახმაურებელ საქმეზე.

37 წლის ცკაევი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო პოლიციის მისამართით განხორციელებულ სროლაში, 2015 წლის 31 ოქტომბერს ღამით თავის სახლიდან დაკითხვაზე მიიყვანეს ვლადიკავკაზის პოლიციის განყოფილებაში. მეორე დღეს ნათესავებმა ცკაევის ცხედარი, ცემის კვალით, ქალაქის საავადმყოფოს მორგში იპოვნეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციელს ესროლა ცკაევის მეზობელმა, რომელმაც ბრალი აღიარა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ცკაევის გარდაცვალების მიზეზად გაგუდვა დაასახელა.

ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ვლადიკავკაზის სასამართლომ ცკაევის სიკვდილში დამნაშავედ სცნო პოლიციის 10 თანამშრომელი, რომლებსაც 2,5-დან 10-წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.


ვლადიმერ ცკაევის ქვრივმა, ზემფირამ, სასამართლოს გადაწყვეტილებას დამნაშავე პოლიციელების მიმართ უწოდა ძალიან მსუბუქი და განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG