Accessibility links

site logo site logo

ბათუმის „დინამომ“ უეფას კონფერენს ლიგაზე მეორე ეტაპი გადალახა


უეფას 2021-2022 წლების ევროსეზონს საქართველოს კლუბებიდან მხოლოდ ბათუმის „დინამო“ შემორჩა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა კონფერენს ლიგაზე, მეორე ეტაპზე ბორისოვოს „ბატეს“ აჯობა.

ბათუმელებმა ერთი კვირის წინ, საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით წააგეს, მაგრამ 29 ივლისის ღამეს, ბელარუსში, მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ორი თამაშის ჯამში გათამაშებას გამოთიშეს. მომდევნო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ თურქეთის „სივასპორს“ დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „დინამო თბილისმაც“ ითამაშა და ჰაიფას „მაკაბისთან“ ორივე თამაში წააგო. საქართველოს ჩემპიონი 22 ივლისს, თბილისში დამარცხდა, ანგარიშით 1:2, გუშინ კი, სტუმრად - 1:5.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG