Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მსოფლიოში პირველი იწყებს ვაქცინის მესამე დოზით აცრას


ისრაელში, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრიან მოქალაქეებს 60 წლის ასაკიდან, რომლებმაც მეორე დოზა სულ მცირე ხუთი თვის წინ გაიკეთეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების რისკი.

წინასწარი გამოცდის ფარგლებში, მესამე დოზით აცრეს 2000-მდე ადამიანი, რომლებსაც რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ჰქონიათ. მესამე დოზას საჯაროდ, პირველი გაიკეთებს ისრაელის პრეზიდენტი, 60 წლის იცხაკ ჰერცოგი.

ისრაელში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 61%-ზე მეტს. ბოლო თვეებში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, ივლისში, ისრაელში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა. ბოლო ორი კვირაა, პერიოდულად აღირიცხება 2000-ზე მეტი შემთხვევა. ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზად ასახელებენ დელტა შტამის გავრცელებას. ამასთან, ერთეულებამდეა შემცირებული გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევები, რაც ვაქცინაციის შედეგად მიიჩნევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG