Accessibility links

site logo site logo

ამერიკელი ყოფილი სამხედრო რუსეთის ციხეში სამარტოო საკანში მოათავსეს


აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრი, პოლ უილენი, რომელიც შარშან რუსეთში დამნაშავედ სცნეს ჯაშუშობაში - რასაც თავად უილენი უარყოფს - ციხის სამარტოო საკანში გადაიყვანეს, პენიტენციური წესების დაუკონკრეტებელი დარღვევის გამო.

უილენის ადვოკატმა, ვლადიმირ ჟერებენკოვმა 29 ივლისს განაცხადა, რომ მას საკორექციო კოლონიის მესვეურებმა ტელეფონით შეატყობინეს უილენის გადაყვანა "სადამსჯელო საიზოლაციო საკანში", შიდა წესების დარღვევისთვის. უილენის კიდევ ერთი ადვოკატის, ოლგა კარლოვას თქმით, უილენის ძმამ, დევიდმა მას დაუდასტურა, რომ პატიმარი იზოლაციაშია გადაყვანილი. დევიდ უილენის თანახმად, მისმა ძმამ სამარტოო საკანში უკვე დაჰყო 15 დღე უცნობი მიზეზებით, სანამ მისი ამჟამინდელი სადამსჯელო ზომა ამოქმედდებოდა.

უილენი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს მოსკოვში და 2020 წლის მაისში 16 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელსაც აშშ "სამართლის დაცინვას" უწოდებს. 51 წლის ყოფილი სამხედრო სასჯელს იხდის მეჩვიდმეტე კოლონიაში, მორდვეთის რეგიონში, რომელიც მოსკოვისგან 350-მდე კილომეტრითაა მოშორებული და რომელსაც ისტორიულად იცნობენ რუსეთის ყველაზე მკაცრი ციხეების ადგილად - მათ შორის საბჭოთა პერიოდის შრომის კოლონიების პოლიტიკური პატიმრებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG