Accessibility links

site logo site logo

გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანს, მსოფლიოს (2018) და ევროპის ორგზის (2017 და 2019) ჩემპიონ გურამ თუშიშვილს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა. 26 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კრპალეკთან დაჭიდებამდე, თუშიშვილმა სამი ეტაპი გაიარა. დილის პროგრამაში იპონებით მოუგო ტაჯიკ თემურ რახიმოვსა და ბრაზილიელ რაფაელ სილვას. იპონითვე აჯობა ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრს ტამერლან ბაშაევს.

ტოკიო-2020-ზე ძიუდოისტთა ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ლაშა ბექაური (90 კგ) ჩემპიონი გახდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კი თუშიშვილის მსგავსად, მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG