Accessibility links

site logo site logo

ვიოლა ფონ კრამონი: 9 წლის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით 9 წლის წინ


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოში იგივე მდგომარეობაა, როგორიც 9 წლის წინ იყო, სანამ "ნაციონალური ხელისუფლება" "ქართული ოცნების" ხელისუფლებით შეიცვლებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ გვქონდა შეშფოთება დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა დემოკრატიული წინსვლა და მმართველი პარტია დამარცხდა. 9 წლის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით 9 წლის წინ - ეს არის დემოკრატიული განვითარება, კანონის უზენაესობის საკითხები, საჯარო რესურსების გამოყენება. ფაქტობრივად, ძველ სიტუაციასთან მოხდა მიბრუნება.

პირადად მე გული მწყდება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც ახლა მე ვიმყოფები და ალბათ, ეს არ გახლავთ ის პასუხი, რომელსაც ჩემგან ელოდებოდით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG