Accessibility links

site logo site logo

„თუ ქვეყანას სჭირდება, შეიძლება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“, - კობახიძე გახარიას შესახებ


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. კობახიძე გამორიცხავს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერთან გარიგებას.

„რაც შეეხება გახარიას, გეტყვით პირდაპირ: არსებობს პოლიტიკასა და პრაქტიკაში მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე. პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, შეიძლება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 ივლისს, დაასახელა მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG