Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის მოქალაქე სავარაუდოდ გარდაცვლილი იპოვეს


10 საათის განმავლობაში ეძებდნენ გუშინ გაუჩინარებულ ავსტრალიის მოქალაქეს, 31 წლის შანეი ბრუკის, რომელსაც სავარაუდოდ თავს დაესხნენ. თვითმხილველების ინფორმაციით ის მთაწმინდის პარკის მიმდებარედ გარდაცვლილი იპოვეს.

შანაე ბრუკი წელიწადზე მეტი საქართველოში ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ის გუშინ შუა დღეს გავიდა სახლიდან და მეგობართან საუბრის შემდეგ მალევე მის ტელეფონზე ზარი შევიდა, საიდანაც გაიგო, რომ შანაე ვიღაცას უყვიროდა, რომ მისგან ხელები მოეშორებინათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ცხედარი ნამდვილად ნაპოვნია, თუმცა უნდა ჩატარდეს იდენტიფიცირების სამუშაოები და მას შემდეგ გახდება ცნობილი არის თუ არა ის 31 წლის შანაე ბრუკი.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ინფორმაცია უცნობია შანეის კოლეგა რევაზ ბექაურისთვის, რომელიც დღეს რადიო თავისუფლებას ესაუბრა და ჩართული იყო სამძებრო სამუშაუებში.

" შსს ეძებდა და რომ ვეკითხები ოფიციალურად ვერაფერს მიდასტურებენ, ბევრი ჯგუფი იყო ჩართული და რომლებმა იპოვეს არ ვიციო. ამიტომ მედიიდან გავიგე მეც." - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიას

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG