Accessibility links

site logo site logo

ბირმაში (მიანმარი) გარდამავალი მთავრობა იქმნება


გენერალი მინ აუნ ჰლაინი უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოსკოვში. 2021 წ. 23 ივნისი.

ბირმაში (მიანმარი) გარდამავალი მთავრობა იქმნება. ამას იტყობინება ქვეყნის სახელმწიფო ადმინისტრაციული საბჭო.

გარდამავალ მთავრობას სათავეში ჩაუდგება სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და სამხედრო ხუნტის ლიდერი, გენერალი მინ აუნ ჰლაინი.

გარდამავალი მთავრობა იქმნება გენერალ უ ნე ვინის დროებითი მთავრობის ანალოგიით. ის 1958 წელს მოვიდა ხელისუფლებაში და 1960 წლის საყოველთაო არჩევნებამდე ედგა სათავეში მთავრობას.

1 თებერვალს ბირმაში სამხედროებმა ჩამოაგდეს აუნ სან სუ ჩის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. ხუნტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სუ ჩის პარტიამ მასობრივი ფალსიფიკაციის შედეგად გაიმარჯვა შარშან ნოემბერში გამართულ არჩევნებში.

უშიშროების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი გამოსვლები. მოკლულია გამოსვლების ასობით მონაწილე და მრავალი ადამიანი დააპატიმრეს. ივლისის ბოლოს გაუქმდა უკანასკნელი არჩევნების შედეგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG