Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ბრიტანეთი თალიბანს სამოქალაქო პირთა ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებენ


აშშ და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ თალიბანმა შესაძლოა "ომის დანაშაულები" ჩაიდინა და ექსტრემისტულ ჯგუფს ბრალს სდებენ სამოქალაქო პირების ხოცვა-ჟლეტაში, როცა ჯგუფმა ივლისში დაიკავა სამხრეთის ქალაქი, სპინ ბოლდაკი.

"ყანდაარში, სპინ ბოლდაკში, თალიბანმა დახოცა ათობით სამოქალაქო პირი, შურისძიების მიზნით" - წერენ აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოები ცალ-ცალკე ტვიტერით 2 აგვისტოს. "ეს მკვლელობები შესაძლოა ომის დანაშაულებს გაუტოლდეს. ისინი უნდა გამოძიებულ იქნას და თალიბანის შესაბამის მეომრებს თუ მეთაურებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ".

საელჩოების მიერ გავრცელებული განცხადებები ეყრდნობა ავღანეთის ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის მონაცემებს, რომლებიც ასახავს ექსტრემისტული ჯგუფის მიერ ჩადენილ სისასტიკეს სპინ ბოლდაკში, პაკისტანთან საზღვრის ახლოს. საელჩოები აცხადებენ, რომ თალიბანის ლიდერებმა დამნაშავე მეომრები უნდა დასაჯონ. "თქვენს მეომრებს ახლა თუ ვერ აკონტროლებთ, ხელისუფლებაში მოგვიანებით არაფერი გესაქმებათ" - წერენ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG