Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურეს COVID-19-ით კიდევ 6 ადამიანის გარდაცვალება


გუდაუთის კოვიდ-კლინიკა

ეპიდსიტუაცია ისევ მძიმეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 550 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 144 შემთხვევა და კიდევ 6 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადებული ექვსივე პაციენტი - 5 მამაკაცი და 1 ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 45 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული 83-ის.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 22 227 შემთხვევა, მათგან 17 898 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 313.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG