Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია ამბობს, რომ "მთავარი არხის" გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს


საქართველოს ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია ამბობს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს "მთავარი არხის" გავრცელებულ ჩანაწერებზე. ჩანაწერები, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გახარიას პრემიერობის დროს არის გაკეთებული.

"რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარია, დიდი ეჭვი მეპარება ავთენტურობაში... პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და სახელმწიფოს გასაკეთებელია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს, მანამდე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია", - თქვა გახარიამ.

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG