Accessibility links

site logo site logo

რუსეთის კოლონიაში მყოფი აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი ოთხი კვირა არ გამოსულა კავშირზე


აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი, რომელიც რუსეთში გაასამართლეს ჯაშუშობის ბრალდებით და 16 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს, ოთხი კვირის განმავლობაში არც ერთხელ არ გამოსულა თავის ოჯახთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კავშირზე. ამის შესახებ უილანის ადვოკატმა ოლგა კარლოვამ განუცხადა „ინტერფაქსს“.

3 აგვისტოს ადვოკატმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ კალაშნიკოვს საჩივარი გაუგზავნა კოლონიის თანამშრომელთა გულგრილობის თაობაზე. ოლგა კარლოვა ივლისის ბოლოს შეეცადა დაკავშირებოდა მორდოვიაში მდებარე იმ კოლონიის ადმინისტრაციას, რომელშიც იხდის სასჯელს აშშ-ის მოქალაქე, რათა გაეგო უილანის მდგომარეობის შესახებ და მასთან სატელეფონო საუბრის უფლება ეთხოვა. მაგრამ ადვოკატის მიმართვა უპასუხოდ დარჩა.

რამდენიმე დღის წინ უილანის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვლადიმირ ჟერებენკოვმა თქვა, რომ ესაუბრა კოლონიის წარმომადგენლებს და გაიგო, რომ მისი კლიენტი საჯარიმო იზოლატორში იმყოფება. მანამდე გასამართლებულის ძმამ განაცხადა, რომ, აშშ-ის საელჩოს მონაცემებით, პოლ უილანი ივლისის დასაწყისში 15 დღით მოათავსეს იზოლირებულ საკანში, ხოლო მალე კიდევ 15 დღით გაუგრძელეს ეს ვადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG