Accessibility links

site logo site logo

სამაშველო სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს ხანძრის გაზრდილი რისკის შესახებ


საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს, არ დაუშვან ხანძრის გამომწვევი ქმედება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი:

„მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართვს, დაკვამლიანების, ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ ცენტრ 112-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG