Accessibility links

site logo site logo

ბელგრადში მოულოდნელად გარდაიცვალა სერბეთის ელჩი რუსეთში, მიროსლავ ლაზანსკი


მიროსლავ ლაზანსკი რუსეთის არმიის საკათედრო ტაძარში

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს გაავრცელა ცნობა რუსეთში სერბეთის ელჩის, 71 წლის მიროსლავ ლაზანსკის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.

ყოფილი სამხედრო ანალიტიკოსი და ჟურნალისტი, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბელგრადში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლაზანსკი სერბეთის ელჩად რუსეთში 2019 წელს დაინიშნა. მანამდე იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პოპულარულ სერბულ გამოცემა „პოლიტიკაში“ და როგორც სამხედრო მიმომხილველი, აშუქებდა ირანში, ერყში, ავღანეთში, ჩეჩნეთში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს.

ლაზანსკი ასევე გადმოსცემდა რეპორტაჟებს 1990-იან წლებში ბალკანეთში მიმდინარე კონფლიქტის ზონიდან, ნამყოფია ყირიმშიც, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ლაზანსკის სიკვდილის „დიდი დანაკლისი“ უწოდა.

საგამოძიებო ჯგუფმა „ბელინგაკტმა“, რომელმაც 2020 წლის ივლისში ჩრდილოეთ მაკედონიაში „რუსეთის ჩარევის“ შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, ლაზანსკი დაუკავშირა მოსკოვის მცდელობას, რაც ბალკანეთში „სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყნების ბანაკის“ შექმნას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG