Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა


თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალებისა და ჩინელი ჟივეი დენგის ძლევის შემდეგ ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს მოუგო.

ხვალ გასამართ საჩემპიონო ბრძოლაში გენო პეტრიაშვილი შეხვდება შეჯიბრების აღმოჩენას, ამერიკელ დან გეიბლ სტევსონს, რომელმაც მეოთხედფინალში ანგარიშით 8:0 მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს, მოუგო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG