Accessibility links

site logo site logo

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა


თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულამდე სულ ცოტა დააკლდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ქართველი საჩემპიონო ბრძოლაში ბოლო წამზე დამარცხდა ამერიკელ დან გეიბლ სტევსონთან ანგარიშით 8:9 და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ხალიჩაზე სამი ეტაპი გადალახა. მოუგო ეგვიპტელ დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალებს, ჩინელ ჟივეი დენგსა და ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს.

ოლიმპიურ კვარცხლბეკზე გენო პეტრიაშვილი მეორედ ავიდა. პირველად მან ეს 2016 წელს შეძლო, როდესაც რიო დე ჟანეიროში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG