Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები ბაიდენს გუანტანამოს საპყრობილის დახურვისკენ მოუწოდებენ


5 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ათობით დემოკრატმა მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, კუბაში, მდებარე გუანტანამოს სამხედრო საპყრობილის დაუყოვნებლივ დახურვისკენ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ შესრულდება 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის 20 წლისთავი. ამ ციხის გახსნას ამ ინციდენტმა ხელი შეუწყო.

75 -მა კანონმდებელმა გააგზავნა წერილი, რომელშიც ციხის მოქმედების გაგრძელებას უწოდა ქვეყნის რეპუტაციის ლაქა, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს, დაიცვას ადამიანთა უფლებები და კანონის უზენაესობა.

"გთხოვთ, რომ როცა გადადგამთ ციხის საბოლოოდ დახურვისთვის საჭირო ნაბიჯებს“ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მისი ბინადრების შემდგომი შემცირებისთვის, უზრუნველყოთ დარჩენილი პატიმრების მიმართ ჰუმანური მოპყრობა და გაზარდოთ გუანტანამოში სამხედრო კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა", - წერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები.

საპყრობილეში, თავისი არსებობის მანძილზე, 800 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად მხოლოდ 39 კაცია, რომელთაგან ბევრი მოხუცია და სულ უფრო უძლურდება, - დასძინეს მათ.

წერილში ციტირებული იყო ბაიდენის მხარდამჭერი სიტყვები გუანტანამოს დახურვის შესახებ, მისი ვიცე-პრეზიდენტად გახდომისას 2009 წელს და რომლებიც გაიმეორა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა იანვარში.

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციით ცნობილი/პატიმარი იქ არის შეერთებული შტატების წინააღმდეგ 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევების სავარაუდო ხელმძღვანელი, ხალიდ შეიხ მოჰამედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG