Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთის კიდევ ერთი პროვინციის დედაქალაქი დაიპყრო


შებერღანის ბაზარი
შებერღანის ბაზარი

ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა 7 აგვისტოს ავღანეთის კიდევ ერთი პროვინციის, ჯუზჯანის, დედაქალაქი, ქალაქი შებერღანი დაიპყრო მას შემდეგ, რაც წინა დღით თალიბებმა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქ ზარანჯზე დაამყარეს კონტროლი.

ინფორმაცია შებერღანის დაკარგვის შესახებ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს პროვინცია ჯუზჯანის პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომელმა დაუდასტურა. წყაროს ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ შებერღანიდან აეროპორტის მიმართულებით დაიხიეს უკან.

ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ჯარებსა და თალიბებს შორის მიმდინარე სერიოზული ბრძოლების შესახებ პროვინციების ყუნდუზის, ტაჰარისა და ბადახშანის დედაქალაქების გარშემო.

ავღანეთის არმია აშშ-ის დახმარებით ცდილობს ავიადარტყმებით შეაჩეროს თალიბების წინსვლა. 4 აგვისტოს თალიბებმა გააფრთხილეს ქაბული, რომ ავიაიერიშების პასუხად ისინი თავდასხმებს განახორციელებენ ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებზე.

თალიბებმა 6 აგვისტოს ქაბულში მდებარე ავღანეთის მთავრობის საინფორმაციო და მედიაცენტრის დირექტორის, 40 წლის დავა ხანის მოკვლაზეც აიღეს პასუხისმგებლობა.

თალიბებმა ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები გააფართოვეს 1 მაისიდან, როდესაც აშშ-მა და კოალიციაში შემავალმა სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს ავღანეთიდან გასვლა, რაც აგვისტოს ბოლოს უნდა დამთავრდეს.

თალიბები ამჟამად აკონტროლობენ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს და სამთავრობო ჯარებს დიდ წინააღმდეგობას უწევენ რამდენიმე მსხვილ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG